რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: უნგრეთისთვის რუსეთის მიერ უკრაინელი ტყვეების გადაცემა დეტექტივად იქცა

ადნრიი იუსოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერი, ანდრიი იუსოვი უნგრეთისთვის რუსეთის მხრიდან 11 უკრაინელი სამხედრო ტყვის გადაცემასთან დაკავშირებულ მოვლენებს "პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე დეტექტივს" უწოდებს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უნგრეთს უკრაინელი ტყვეები გადასცა, ისინი არ გაუთავისუფლებიათ. 

"არის ინფორმაცია, კერძოდ რამდენიმე ტყვის ნათესავებისგან, რომ იქ, სინამდვილეში, მთელი ამ დროის განმავლობაში არ გაუთავისუფლებიათ. ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კონტაქტი და კომუნიკაცია შეზღუდული იყო. ახლობლებთან კავშირი მესამე მხარის თანდასწრებით კი ლიმიტირებული". – თქვა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა. 

იუსოვის თქმით, უკრაინას გააჩნია სია, რომელიც, სავარაუდოდ, მოიცავს იმ სამხედრო ტყვეების სახელებსა და გვარებს, რომლებიც უნგრეთს გადაეცათ. მან აღნიშნა, რომ ამ სიის დადასტურება ჯერ კიდევ არ შეუძლიათ.

როგორც უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გვარები მათთვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უნდა გადაეცა, მათთვის კი თავად აგრესორ ქვეყანას, რუსეთს და სხვა სხვა სახელმწიფოს, რომელსაც ხელი მოწერილი აქვს ჟენევის კონვენციაზე, ამ შემთხვევაში უნგრეთს.

თუმცა საკითხთან დაკავშირებით რუსეთი ამ დრომდე ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს.

იუსოვის თქმით, უკრაინულმა მხარემ  რუსეთის მიერ უნგრეთისთვის უკრაინელი სამხედრო ტყვეების გადაცემის ოპერაციის შესახებ ჯერ კიდევ ოფიციალურ განცხადებამდე იცოდა და კიევი მეზობელ ქვეყანას ამ საკითხზე უსვამდა კითხვებს, ითხოვდა დამტკიცებას ან უარყოფას. ბუდაპეშტი ამ ოპერაციის შესახებ არსებულ ინფორმაციას უარყოფდა.

იუსოვი მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ყველაფერი "დეტექტივად" იქცევა და იგრძნობა "პოლიტიკური ქვეტექსტი".

"ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ სიტუაციას საერთოდ განვიხილავთ, ძალიან საწყენია. რადგან მოვლენები, რომლებიც შეიძლება აბსოლუტურად პოზიტიური ყოფილიყო, იქცევა რაღაც დრამატულ დეტექტივად, ძალიან საგრძნობი პოლიტიკური ქვეტექსტით. პირველ რიგში, რუსეთის მხრიდან, რომელიც ატარებს საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას... ჩვენ კომუნიკაცია უნდა მივიღოთ ყველასგან (ტყვეებისგან) და ნათესავებს უნდა შეეძლოთ ყველა გათავისუფლებულთან კომუნიკაცია. ეს ჯერ არ მომხდარა". – თქვა იუსოვმა.

აქამდე რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაავრცელა ცნობა, რომ 8 ივნისს "ეკლესიათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში" და უნგრეთის მხარის თხოვნით უნგრეთისთვის ზაკარპატიელი უკრაინელი ტყვეების ჯგუფის გადაცემა შედგა. ამის შემდეგ უნგრეთის ვიცეპრემიერმა, ჟოლტ შემიენმა, რომელიც რუსებთან ტყვეებზე შეთანხმებას ხელმძღვანელობდა, ეს ინფორმაცია დაადასტურა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთისა და უნგრეთის მხარეებს შორის მოლაპარაკებების შესახებ. განმარტებისთვის დაიბარეს უნგრეთის დროებითი რწმუნებულიც.

დაუდასტურებელი ცნობებით, 11 უკრაინელი სამხედრო ტყვის გათავისუფლება შესაძლოა უნგრეთის ვიცეპრემიერის, ჟოლტ შემიენის ინიციატივა ყოფილიყო და ამის შესახებ ქვეყნის მთავრობაში არავინ იცოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში 19 ივნისს ასევე თქვეს, რომ საკუთარ 11 მოქალაქეს ვერ უკავშირდებიან და უნგრეთი რუსეთის მიერ გადაცემულ ტყვეებს ფაქტობრივად იზოლაციაში ტოვებს.

20 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ თქვა, რომ უკრაინელი ტყვეების გადაცემის პროცესში მთავრობა არ მონაწილეობდა. სიიარტო ირწმუნება, რომ უკრაინელი ტყვეების უნგრეთისთვის გადაცემა ეკლესიებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის საუნრის შემდეგ მოხდა, "რაშიც უნგრეთის ხელისუფლება არანაირად მონაწილეობდა". მისი მტკიცებით, უკრაინის 11 მოქალაქეს უნგრეთში თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ და თავისუფლები არიან.

"ეს ხალხი თავისუფალია უნგრეთში გადაადგილებაში, მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ". – თქვა სიიარტომ. 

სიიარტოს თქმით, უნგრეთისთვის გადაცემულ ტყვეებს შეუძლიათ უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირება, "თუ უნდათ".

გასულ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინელი ტყვეების გადაცემაში პირადად იყო დაინტერესებული უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი. ამავდროულად, ორბანის ადმინისტრაციის მტკიცებით, მათ კიევს რუსეთის მიერ ტყვეების გადაცემის ფაქტი შეატყობინეს, როცა ეს მოხდა. 

კომენტარები