ჰანს ციმერი

ჰანს ციმერმა მეგობარ ქალს კონცერტის მსვლელობისას ხელი სთხოვა

გერმანელმა კომპოზიტორმა, ჰანს ციმერმა მეგობარ ქალ დინა დელუკას კონცერტის მსვლელობისას ხელი სთხოვა.

"ეს არის ქალი, რომელიც მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. აი რატომ გთხოვე აქ ამოსვლა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გკითხო. კარი ჩაკეტე? მაცივარში რძე გვაქვს? ცოლად გამომყვები"? – ამბობს კომპოზიტორი. თანხმობის შემდეგ ორკესტრი ფილმ Inception-ის საუნდტრეკის, The Time-ის დაკვრას იწყებს.

ოსკაროსანი კომპოზიტორის საცოლე ბიზნესმენი და კრეატიული დირექტორია. დე ლუკა ნიუ-იორკში მდებარე სასტუმრო The Lowell-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. წყვილმა ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო. ციმერისთვის ეს მესამე ქორწინებაა, ხოლო დე ლუკა მეორედ ქორწინდება.

კომენტარები