რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთს სანქციები არ შეუმსუბუქდება მანამ, სანამ უკრაინა კომპენსაციას არ მიიღებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს ქლევერლი
REUTERS

დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, იგი არ შეამსუბუქებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იქამდე, სანამ მოსკოვი უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ჯეიმს ქლევერლიმ ისაუბრა

ქლევერლიმ აღნიშნა, რომ ახალი კანონმდებლობა მათ საშუალებას მისცემთ, იქამდე განახორციელონ რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა, სანამ უკრაინას ხარჯები არ აუნაზღაურდება, ამის გარდა, მთავრობა იპოვის გზას, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენისთვის შემოწირულობად იქცეს. 

ახალი ზომების შესახებ ინფორმაცია ამ კვირაში ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციის წინ გავრცელდა.

"სანამ უკრაინა რუსეთის შემოჭრისგან თავის დაცვას აგრძელებს, პუტინის ომის საშინელი შედეგები ნათელია. უკრაინის აღდგენისთვის უზარმაზარი რესურსები იქნება საჭირო. 

დღევანდელი ზომებით ჩვენ უფრო ვამკაცრებთ სანქციების პოლიტიკას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის, სანქციები გამოიყენოს რუსეთზე ზეწოლისთვის, აუნაზღაუროს ხარჯები უკრაინას, რომელსაც თავს აბსოლუტურად წინდაუხედავად დაესხა". - ამბობს ქლევერლი.

ასევე, დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ ლონდონი უკრაინის აღდგენას იმდენადვე დაუჭერს მხარს, რამდენადაც ამის საჭიროება იარსებებს - ერის კეთილდღეობის საფუძვლის შესაქმნელად.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკიმ ხაზი რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა. 

კომენტარები