რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში იძულებით დეპორტირებული 373 ბავშვი დავიბრუნეთ – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

The Economist

ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დარია გერასიმჩუკის თქმით, უკრაინამ რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული და გადაადგილებული 373 ბავშვი დაიბრუნა. ამის შესახებ მან Interfax Ukraine-სთან ინტერვიუსას ისაუბრა

"ჩვენი გაანგარიშებით, საუბარი შეიძლება იყოს 200-300 ათას ბავშვზე, რომელთა გამოყენებაც მათ შეეძლოთ. რატომ არ ვასახელებთ ზუსტ რიცხვს? უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიები ოკუპირებულია. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რა შეემთხვათ ბავშვებს. მხოლოდ დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ზუსტი ცნობები - არის თუ არა იქ ოჯახი ამა თუ იმ ბავშვით. თუ არ არის, ვიწყებთ ძებნას". - თქვა ომბუდსმენმა.

მისი თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ საუბარია 200-300 ათას დეპორტირებულ და იძულებით გადაადგილებულ ბავშვზე, ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ 19 499 ბავშვის შესახებ აქვთ".

ამასთანავე, გერასიმჩუკმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არსებობს ეროვნულ საინფორმაციო ბიუროში - ორგანოში, რომელიც იღებს განცხადებებს მშობლებისგან, ნათესავებისგან, მოწმეებისგან, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ბავშვის დეპორტაციისა და იძულებით გადაადგილებების ფაქტებზე.

"ამრიგად, რაც შეეხება 19 499 ბავშვს, არსებობს თითოეულის პერსონალური მონაცემები, ჩვენ გვესმის, ვინ არიან ეს ბავშვები და საიდან გაიტაცეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიცით სად არიან ეს ბავშვები". - თქვა მან.

მიმდინარე წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გასცა დაპატიმრების ორდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ე.წ. ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ. სასამართლოს თქმით, მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ სახმედრო დანაშულებზე, მათ შორის - რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან რუსეთში ადამიანების, მათ შორის, ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და უკანონო გადაადგილებაზე.

კომენტარები