რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში მარცვლეულის პირველი მოსავლის აღება დაიწყეს

REUTERS/Igor Tkachenko/File photo

ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის სამხრეთში, ოდესის რეგიონში ქერის მომკით მარცვლეულის პირველი მოსავლის აღება დაიწყეს.

უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებელი და გლობალური ექსპორტიორია, თუმცა რუსეთის ომის გამო მოსალოდნელია, რომ მოსავალი 2022 წლის 53 მილიონი ტონიდან 45 მილიონ ტონამდე შემცირდება.

გასულ კვირაში უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროში თქვეს, რომ 2023 წლის საგაზაფხულო თესვა 13 მილიონ ჰექტარ მიწის ფართობზე თითქმის სრულად დასრულებულია.

16 ივნისის მდგომარეობით ნათესების მთლიანი ფართობი მოიცავდა 271 000 ჰექტარ საგაზაფხულო ხორბალს, 810 000 ჰექტარ ქერს, 138 500 ჰექტარ ბარდას, 146 200 ჰექტარ შვრიას, 4 მილიონ ჰექტარ სიმინდსა და სხვა კულტურებს.

კომენტარები