რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლიგარქ აბრამოვიჩს სურს, რომ ჩელსის გაყიდვით მიღებული თანხით რუსებსაც დაეხმაროს

REUTERS/Andrew Winning

სანქცირებულ რუს ბიზნესმენს, რომან აბრამოვიჩს სურს, რომ საფეხბურთო კლუბ ლონდონის ჩელსის გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილით ომით დაზარალებულ რუსებსაც დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

გამოცემა ასევე წერს, რომ აბრამოვიჩის სურვილს სანქცირებული რუსეთის დასახმარებლად არც ბრიტანეთის მთავრობა და არც ევროკავშირი არ დათანხმდება.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ჯეიმს ქლევერლის თქმით, ამჟამად ის არ არის დარწმუნებული, რომ დახმარება გაიგზავნება მანამ, სანამ მთავრობა ზაფხულის არდადეგებზე გავა.

"ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ თანხა მიუვა იმას, ვისთვისაც ის გამიზნულია. მე მჭირდება სრულად დავრწმუნდე, რომ ეს ასეა” - ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი.


ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის მიხედვით, ბრიტანეთის მთავრობა ახლოს არის უკრაინის დასახმარებელი ფონდისთვის £2.3 მილიარდის გადასარიცხად, რომელიც სანქცირებულმა რუსმა ბიზნესმენმა, რომან აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბ ლონდონის ჩელსის გაყიდვით მიიღო.

გამოცემის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მთავრობა გადაწყვეტილება ფაქტიურად მიიღო, თანხის გადარიცხვას ევროკავშირის საბოლოო დასტური სჭირდება, რადგან აბრამოვიჩი ევროკავშირშიც არის სანქცირებული.

აბრამოვიჩისა და ბრიტანეთის მთავრობის შეთანხმებით, ჩელსი 2022 წელს გაიყიდა, ხოლო მიღებული თანხა 8 თვის მანძილზე სანქცირებულ ანგარიშზე ინახებოდა, მანამ, სანამ გადარიცხვის დეტალები მოგვარდებოდა და ამავდროულად, დადგინდებოდა მიმღები საქველმოქმედო ორგანიზაცია. 

2022 წლის მარტში, რომან აბრამოვიჩმა, რომელსაც სანქციები პუტინთან კავშირების გამო დაუწესეს, აღნიშნა, რომ ლონდონის ჩელსის გაყიდვიდან მიღებული წმინდა შემოსავალი უკრაინის ომში დაზარალებულებს გადაეცემა. 

კომენტარები