რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას დამატებით 205 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ უკრაინას დამატებით, $205 მილიონი ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის

"დახმარების პაკეტი უკრაინელ ხალხს კრიტიკულ დახმარებას გაუწევს - უკრაინის მოსახლეობას საკვებით, სასმელი წყლის ფილტრებითა და ჯანდაცვისა და განათლების სერვისებით უზრუნველყოფს". - თქვა ბლინკენმა 17 ივნისს.

ბლინკენმა ასევე დასძინა, რომ ეს თანხა დაეხმარება ადამიანებს, იმ ოჯახის წევრებთან კონტაქტი შეინარჩუნონ, რომლებიც ომის გამო განცალკევებულები არიან და ხელს შეუწყობს ოჯახების გაერთიანებას, როცა ამისი შესაძლებლობა იქნება. 

ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინისთვის 2.1 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გამოყო. ბლინკენმა დონორებს დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები