რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესპანეთი უკრაინას Leopard2A4-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის – ესპანეთის თავდაცვის მინისტრი

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორსა და 4 Leopard 2A4-ის ტიპის ტანკს გაუგზავნის. გარდა ამისა, ჰუმანიტარული დახმარების სახით ესპანეთი უკრაინელი მებრძოლებისთვის სამხედრო ჰოსპიტალს უზრუნველყოფს. ამის შესახებ რობლესმა რამშტაინის შეხვედრაზე ისაუბრა.

აღჭურვილობის უკრაინაში ტრანსპორტირება პოლონეთის გავლით მოხდება. ჯავშანტრანსპორტიორები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა.

საველე ჰოსპიტლის მართვაზე პასუხისმგებელი უკრაინელი სამხედროები იქნებიან, რომლებიც შესაბამის წვრთნას ესპანეთში გაივლიან.

კომენტარები