წალკაში მიუსაფარი ძაღლის იარაღით მოკვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე ვადით, შინაპატიმრობას 1-დან 2 წლამდე ვადით, ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
დღეს, 15 ივნისს თათების Facebook-გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ესვრის მოქალაქე მიუსაფარ ძაღლს მანქანიდან, შემდეგ კი გადმოდის და დაჭრილ ცხოველს კიდევ რამდენჯერმე ესვრის.
გაფრთხილება! ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს.