რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Stian Lysberg Solum/AFP/Getty Images

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისთვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ისაუბრა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი მიესალმება რამდენიმე მოკავშირის გადაწყვეტილებას, უკრაინელი პილოტებისთვის წვრთნების ჩატარების შესახებ.

"ეს მნიშვნელოვანია, ეს ალიანსს საშუალებას მისცემს შემდეგ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება მეოთხე თაობის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით". - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამავდროულად, სტოლტენბერგის თქმით, "ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როდის მიიღებს ალიანსი გადაწყვეტილებას ავიაგამანადგურებლების შესახებ".

გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დანიას უკრაინელი პილოტების გაწვრთნის გეგმის მომზადებისთვის.

"ეს აჩვენებს, რომ დანია არის ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და განაგრძობს ამ როლის შესრულებას მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატვით". - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები