რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვაგრძელებთ მუშაობას, რომ NATO-ში უკრაინის წევრობა რეალობად იქცეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პოლონეთის პრეზიდენთან, ანდჟეი დუდასთან სატელეფონო საუბარში ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება განიხილეს.

"განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და თავდაცვის ძალების საჭიროებები. მადლობას ვუხდი პოლონეთს თავდაცვის სფეროში მიღწეული შეთანხმებების შესრულებისთვის. ჩვენ ასევე შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე NATO-ს სამიტის მომზადების კონტექსტში. ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა ალიანსში უკრაინის წევრობა რეალობად იქცეს". - წერს ზელენსკი Twitter-ზე. 

კომენტარები