ავტობუსის დაწვა

თბილისიდან ბათუმში მიმავალი METRO-ს სამგზავრო ავტობუსი ავტობანზე დაიწვა

თბილისიდან ბათუმში მიმავალი Metro-ს სამგზავრო ავტობუსი ავტობანზე დაიწვა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მგზავრების თქმით, როდესაც მათ კვამლი შენიშნეს, ავტობუსიდან დროულად ჩავიდნენ.

"მივდიოდით გზაზე და უცებ ცეცხლი წაეკიდა. სხვა არაფერი, უცებ აკვამლდა, გაჩერდა და ჩამოვხტით ავტობუსიდან. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მივდიოდით. დაშავებული არავინაა". - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი მთავარ არხთან საუბარში.

ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა ავტობუსის დაწვის მიზეზი. შემთხვევაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. 

კომენტარები