ლტოლვილები

მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 110 მილიონს მიაღწია – გაეროს ლტოლვილთა სააგენტო

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა (UNHCR) თქვა, რომ მთელ მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა რეკორდულ 110 მილიონს მიაღწია.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საცხოვრებელი ადგილი იძულებით 108.4 მილიონმა ადამიანმა დატოვა. 2021 წელთან შედარებით, იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი 19.1 მილიონით გაიზარდა. 2022 წლის ბოლოსთვის უკრაინელი ლტოლვილების რიცხვმა 5.7 მილიონს მიაღწია, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლტოლვილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაეროს მონაცემების მიხედვით, ყოველი 74 ადამიანიდან 1 იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დაეტოვებინა. ლტოლვილთა რიცხვის რეკორდული ზრდა რუსეთ-უკრაინის ომმა და სუდანში მომხდარმა დაპირისპირებამ განაპირობა.

კომენტარები