ლტოლვილები

აირჩიე სიყვარული - მაღაზია, სადაც საჩუქრებს ლტოლვილებისთვის ყიდულობენ 

Alex Green / HelpRefugees.org

მაღაზია "აირჩიე სიყვარულის" წინ, ლონდონში, მიუხედავად სიცივისა ადამიანების დიდი რიგი დგას. მათ ლტოლვილებისთვის საჩუქრების ყიდვა სურთ. კარნაბის ქუჩაზე მაღაზია საქველმოქმედო ორგანიზაციამ - "დაეხმარე ლტოლვილებს" გახსნა. მყიდველებს დიდი არჩევანი აქვთ - საძილე ტომრები, საბნები, სანათები და სხვა.

"შობა ის დროა, როდესაც უხვად უნდა გასცე, მაგრამ ეს გაფიქრებინებს იმ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან ისეთი იღბლიანები, როგორც ჩვენ" - თქვა ჯოსი ნოტონმა, ორგანიზაციის დირექტორმა. "როდესაც უყურებ, თუ რამდენი ფული იხარჯება შავ პარასკევს და ამას ადარებ საჭიროებებზე მსოფლიოში, ეს შოკისმომგვრელია."

გარდა საჭირო ნივთებისა, მყიდველებს ასევე შეუძლიათ ფულის გადახდა ლტოლვილებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოსაჩენად, იქნება ეს ოჯახთან შეხვედრა, თუ ჯანმრთელობის დაზღვევა. 

ლონდონის მაღაზიამ ჯამში £750,000 შეაგროვა, რომლითაც ლტოლვილებს 800,000 საჭმელი და 25,000 ზამთრისთვის საჭირო ნივთი გადასცეს. 

"ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენდით ამგვარ წარმატებას. ადამიანების გამოხმაურება იყო საოცარი. ადამიანები მოდიოდნენ მაღაზიაში, ხედავდნენ ბავშვის ფეხსაცმელს და ტიროდნენ." - თქვა ნოტინმა.

ჰოლი ბლეიკი, რომელიც მაღაზიის წინ რიგში იდგა TheGuardians-თან კომენტარში ამბობს: "მე და ჩემ ოჯახს ახალი ნივთები არ გვჭირდება. გვინდა, რომ ჩვენი ფული რაღაც უკეთესზე დავხარჯოთ, რაიმე უფრო ღირებულზე და რაც თავს უკეთესად გვაგრძნობინებს". 

კომენტარები