რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ოდესა დაბომბა – დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი, დაშავდა 10-ზე მეტი

Ukrainian Emergency Situation Press Office via AP

ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო ძალებმა ქალაქ ოდესაზე ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი და დაშავდა 10-ზე მეტი. თავდასხმამ ქალაქის ცენტრში დააზიანა საცხოვრებელი სახლები, საწყობი, მაღაზიები და კაფეები. 

რეგიონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთმა თავდასხმა Kalibr-ის ტიპის 4 რაკეტით განახორციელა, რომელთაგან სამიც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა საკვების საწყობის სამი თამაშრომელი, 7 კი - დაშავდა. ხოლო მაშველები ნანგრევების ქვეშ შესაძლო გადარჩენილებს ეძებენ. დაშავდა კიდევ 6 ადამიანი, მათ შორის მესაზღვრეები და მშვიდობიანი მოქალაქეები. 

უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერის, ანდრეი კოვალოვის თქმით, უკრაინის კონტრშეტევის ადრეული ეტაპის საპასუხოდ, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები გააძლიერეს.

პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ოდესის რეგიონის გარდა, გასულ ღამეს ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვის, დონეცკისა და კიროვოგრადის რაიონები. რუსებმა თავდასხმები Kh-22-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებითა და ირანული წარმოების შაჰიდის დრონებით განახორციელეს. 

კომენტარები