რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის კონტროლირებად ლუგანსკსა და მელიტოპოლში აფეთქებებია – რუსული მედია 

კადრი Telegram-ზე გავრცელებული ვიდეოდან, ლუგანსკი, 2023 წლის 13 ივნისი

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის, TASS-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ რუსული მედია ანონიმურ Telegram არხზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, ქალაქის თავზე კვამლი შეამჩნიეს.

ამასთან, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინული ქალაქის, მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ცნობით, აფეთქებებში მელიტოპოლშიც მოხდა.

"ქალაქ მელიტოპოლში, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია, კიდევ იყო აფეთქებები. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლებმა ნახევარი საათის წინ ერთი ძლიერი აფეთქება გაიგეს. მანამდე ერთი საათით ადრე, ასევე იყო აფეთქება ცენტრალურ მელიტოპოლში."  - წერს ფედოროვი Telegram-ის არხზე.

მოგვიანებით ფედოროვმა დაწერა, რომ სოფელ მიხაილივკაში ხუთი ძლიერი აფეთქება მოხდა. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ამ აფეთქებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები