რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩამოვაგდეთ Ka-52-ის ტიპის რუსული ვერტმფრენი – უკრაინის გენშტაბი

Ka-52 ტიპის რუსული ვერტმფრენი
ukrinform.net

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული Ka-52-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი Facebook-ზე ავრცელებს.

"ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის კიდევ ერთი ძვირადღირებული ვერტმფრენი Ka-52, რომელიც "ალიგატორის" სახელითაა ცნობილი". – წერს უწყება.

კომენტარები