ქართული ოცნება

ვოლსკი მთავარ არხს: არ მგონია, რომ ღლიცინით მის ავტორიტეტს [როინ მეტრეველს] რაიმე დააკელით

აკადემიური სტატუსის მინიჭება სახელმწიფოთა მეთაურებზე, გამოჩენილ პოლიტიკოსებზე ეს არის დამკვიდრებული თემა მსოფლიოში, მაგრამ, ამ შემთხვევაში, არც ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი არ ყოფილა ასეთი და არც მითუმეტეს რაღაც პოლიტიკურ მიზანს ეს არ წარმოადგენდა.

ის, რაც მთავარმა არხმა ჩაატარა რუსი პრანკერების მიბაძვით, რომლებიც ხან ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრებიან და ხან სხვადასხვა ლიდერებს, მემგონი უფრო მეტად შეიძლება შევაფასოთ, როგორც უზნეობა. აი, ასეთი ღლიცინით მე არამგონია, რომ თქვენ მის ავტორტეტს რაიმე დააკელით, ვფიქრობ, იქით საკმაოდ სერიოზული თვითდაზიანება მიიყენეთ, როგორც ყოველთვის. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. 11 ივნისს მთავარი არხის  ეთერში ჟურნალისტის ბექა ყორშიას სიუჟეტი გავიდა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მედია პრანკი იყო - იგი გასულ კვირას დანიშნულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველს პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის ფსევდო სახელით დაუკავშირდა და არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა. როინ მეტრეველი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ "ბატონი ირაკლისთვის ყველაფერი მოხერხდება" და აკადემია მას სრულფასოვნად უჭერს მხარს. "რაკი თქვენ დამირეკეთ, მომავალ კვირაში თუ გამონახავს ბატონი ირაკლი 5 წუთს, უბრალოდ დაფიქსირდეს, რომ მიიღო აკადემიის პრეზიდენტი ბატონმა ირაკლიმ".- თქვა მეტრეველმა. 

კომენტარები