მონტენეგროს არჩევნები 2023

მონტენეგროს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა

მონტენეგროში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულმა ევროპა ახლა მოძრაობამ (PES) ხმების 25.6% მიიღო.

სოციალისტების დემოკრატიული პარტიამ (DPS) მოკავშირე მცირე პარტიებთან ერთად, რომლებიც მონტენეგროს 1990-2020 წლებში მართავდნენ, ხმების 23.7%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

"ეს დიდი გამარჯვება. ჩვენ ვისაუბრებთ ყველასთან, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებეს". – აღნიშნა PES-ის ლიდერმა, მილოიკო სპაიჩმა. 

PES-ის მიერ მოპოვებული ხმები არ არის საკმარისი დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოსაყალიბებლად და საჭირო იქნება სხვა პარტიებთან ერთად კოალიციის შექმნა. 

არჩევნებზე ხმის მისაცემად მოსახლეობის 56.4% გამოცხადდა.

კომენტარები