სახალხო დამცველა

ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე მიუღებელია – იოსელიანი კობახიძის კომენტარზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი სახის მინიშნება მისითვის მიუღებელია, რადგან "საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით არის დაცული". 

"ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე ჩემთვის არის მიუღებელი, ვინაიდან ეს არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ეს არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით".- განაცხადა იოსელიანმა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული რუბლები დააყარეს.  კობახიძე ლექციის შემდეგ შენობას ტოვებდა, როდესაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა სტუდენტმა მას რუსული რუბლი კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა. 

კობახიძემ შემთხვევას ტელეკომპანია ფორმულას მიერ მოწყობილი პროვოკაცა უწოდა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც რუბლები გადაუყარეს, ორიენტაცია "ყველანაირად არეული აქვთ" და საჭიროა, ცოლი მოიყვანონ და დაქორწინდნენ.

მოგვიანებით მსგავსი განცხადება მან კიდევ ერთხელ გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრებს პირველ რიგში პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა აქვთ და ეს პირდაპირაა დაკავშირებული სხვა ორიენტაციასთანაც. 

კომენტარები