რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვიამ უკრაინას კახოვკის კაშხლის აფეთქების კრიზისის დასაძლევად €200 000 გამოუყო

კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად დატბორილი ხერსონი

ლატვიის პრემიერმინისტრის, კრიშიანის კარინშის თქმით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ლატვია უკრაინისთვის 200 000 ევროს გამოყოფს. 

"ლატვია უკრაინისადმი მხარდაჭერაში ურყევი რჩება. დღეს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებით, გადაწყვიტა უკრაინას გამოეყოს 200 000 ევრო, რათა დაეხმაროს რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით გამოწვეული ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევაში". - დაწერა კარინშმა Twitter-ზე.

მანამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ქვეყნებს მოუწოდა, სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ უკრაინას კახოვსკაია ჰესის აფეთქებით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფის გამო.


6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები