რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ის ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 45 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 

განახლება - ინფორმაცია თავდაპირველად დაადასტურა, შემდეგ კი უარყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მათი ცნობით, მებრძოლი ცოცხალი აღმოჩნდა. 

კომენტარები