რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: უკრაინამ ომში უნდა გაიმარჯვოს, სხვანაირად NATO-ში შესვლის საკითხი ვერ განიხილება

იენს სტოლტენბერგი
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ომში, რადგან თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაშინ მისი NATO-ში გაწევრიანების საკითხი ვერც განიხილება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ახალ ამერიკულ უსაფრთხოების ცენტრში (CNAS) ვიზიტის დროს ისაუბრა.

ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-ს გაფართოების საკითს მხოლოდ უკრაინა და ალიანსის წევრები გადაწყვეტენ და რუსეთს ამ პროცესზე ვეტოს უფლება არ აქვს.

"კიდევ ერთ რამეზე ვთანხმდებით, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ახლა გადაუდებელი ამოცანაა იმის უზრუნველყოფა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი და მოიგოს უკრაინამ, რადგან თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო ევროპაში, მაშინ წევრობის საკითხი საერთოდ ვერ განიხილება. ასე რომ, ჩვენ ახლა არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ძირს უთხრის უკრაინის მხარდაჭერის ერთიანობას. ამავდროულად, კვლავ მსურს, შევაქო აშშ, რომელმაც მართლაც გამოიჩინა ლიდერობა მხარდაჭერის მობილიზებაში როგორც აშშ-ის, ასევე ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან მთელ მსოფლიოში". - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები