კრიმინალი

სასამართლომ ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

interpressnews.ge

სასამართლომ თბილისში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ნ.ლ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულმა 4 ივნისს ყოფილი ცოლი თოკის გამოყენებით დაახრჩო. შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "თ", და "კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები