ირანის ბალისტიკური პროგრამა

თეირანის ბალისტიკური პროგრამის გამო აშშ-მ ჩინურ და ირანულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

WANA (West Asia News Agency) via REUTERS

ირანის მიერ ეროვნული წარმოების პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის წარდგენის შემდეგ, აშშ-მ თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაში ჩართული ათზე მეტი პირი და ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და ირანში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა.

აშშ-ს ხაზინის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულები ირანის ბალისტიკური რაკეტების განვითარების მთავარ აქტორებს პროგრამისთვის საჭირო ტექნოლოგიებისა და ნაწილების მოპოვებაში ეხმარებოდნენ.

"შეერთებული შტატები გააგრძელებს ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა სამხედრო პროგრამების მხარდამჭერი არაკანონიერი ტრანსნაციონალური შესყიდვების ქსელების მიზანში ამოღებას". - თქვა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ამერიკის სახაზინო მდივნის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა.

ვაშინგტონი წლებია ირანს ახალ სანქციებს უწესებს ატომური და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.

კომენტარები