რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მიერ კონტროლირებადი ხერსონის ოლქიდან 1000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია 

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ქალაქ ხერსონიდან და ოლქის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან 1 000 ადამიანზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხერხდა. მისი თქმით, 1364 ადამიანი, მათ შორის 1221 ხერსონის ოლქის დედაქალაქ ოსტრივიდან ევაკუირებულია. 

მისივე თქმით, ხერსონის ოლქის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილები "წყალქვეშაა".

"წყლის დინება არ წყდება და იტბორება ხერსონის ოლქის დასახლებები. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დატბორილია 71 სახლი. მხოლოდ სოფელ ტიახინკაში დატბორილია 2 ხიდი და 33 სახლი. ბურჰუნკაში 3 სახლი წყლის ქვეშაა. ოდრადოკამიანკაში ხიდი დატბორილია, რაც ართულებს დასახლებამდე მისვლას. სოფელ კოზაცკეში 30 სახლი დაიტბორა." - თქვა მან.

ამასთან, გენერალური პროკურორის მოადგილის, ვიქტორია ლიტვინოვას თქმით, ხერსონის ოლქიდან დაახლოებით 40 000 ადამიანის ევაკუაციაა საჭირო - 17 000 ადამიანის უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და 25 000 ადამიანის რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთში.


რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხერსონის ოლქის მთავრობის ხელმძღვანელმა, ანდრეი ალექსეენკომ თქვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ხერსონის ოლქის ქალაქი ოლეშკი კახოვკის ჰესის აფეთების შედეგად თითქმის მთლიანად დაიტბორა.

"ყველაზე რთული სიტუაცია ახლა ოლეშკია. ქალაქი თითქმის მთლიანად დატბორილია" - თქვა ალექსეენკომ.


რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები