რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის ოლქის ქალაქი ოლეშკი მთლიანად დაიტბორა – კრემლის მხარდაჭერილი პირი

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხერსონის ოლქის მთავრობის ხელმძღვანელმა, ანდრეი ალექსეენკომ თქვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ხერსონის ოლქის ქალაქი ოლეშკი კახოვკის ჰესის აფეთების შედეგად თითქმის მთლიანად დაიტბორა.

"ყველაზე რთული სიტუაცია ახლა ოლეშკია. ქალაქი თითქმის მთლიანად დატბორილია" - თქვა ალექსეენკომ.

ალექსეენკოს თქმით, ოლეშკიდან ხალხის ევაკუაციისთვის "სპეციალური მანქანები" იყო საჭირო. ზოგიერთი მათგანი ყირიმიდან ჩამოიყვანეს.

"კომუნიკაციის პრობლემები ასევე ართულებს სიტუაციას." - თქვა კრემლის მხარდაჭერილმა ოფიციალურმა პირმა.

ალექსეენკოს თქმით, ხალხის ევაკუირებისთვის ოკუპირებული ხერსონის ოლქის სანაპირო რაიონებში 100-ზე მეტი ავტობუსი გაიგზავნა.

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები