რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი კახოვკის ჰესის აფეთქებაზე: ყველაზე დიდი ხელოვნური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში

სამწუხაროდ, უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთი კაშხალსა და კახოვკის მთელ ჰიდროელექტროსადგურს აკონტროლებს. მისი აფეთქება გარედან, დაბომბვებით, ფიზიკურად შეუძლებელია. ის დანაღმული იყო. და ააფეთქეს რუსმა ოკუპანტებმა. რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი. ეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ხელოვნური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში. 

რუსეთი არის ყველაზე საშიში ტერორისტი მსოფლიოში. და ამიტომ რუსეთის დამარცხება - დამარცხება, რომელსაც ჩვენ უზრუნველყოფთ - იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი რეგიონის, ჩვენი ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის.

თუმცა, განა არ ვიცით, რა ამწვავებს მუდმივად რუსულ რევანშიზმს? ეს არის რუსეთის მმართველების რწმენა, რომ ევროპა თითქოს სისუსტეს გამოიჩენს. სისუსტე ტერორისტების მთავარი იმედი და ფსონია.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

კომენტარები