რუსი მოციგურავეები

იწყება ახალი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში – დევისმა და სმოლკინმა ნაკრების ფორმით ფოტო დადეს

Befunky

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა წევრებმა, რუსმა მოციგურავეებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სოციალურ ქსელში ნაკრების ფორმაში გამოწყობილებმა ფოტო დადეს.

"მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და კვლავაც აგრძელებენ ჩვენ ამ თანადგომას. იწყება სრულიად ახალი ეტაპი ჩვენ სპორტულ ცხოვრებაში.🇬🇪 მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე". – წერია პოსტში.


4 ივნისს მოციგურავემ და სპორტულმა ჟურნალისტმა დეივ ლიზიმ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რუსი მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი სპორტულ კარიერას საქართველოს ნაკრებში გააგრძელებენ. მოგვიანებით რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილს რუსეთის ნაკრების დატოვების უფლება მიენიჭა.

ინფორმაცია ტრანსფერის შესახებ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით 5 ივნისს დაადასტურა. 

"2023-2024 წლების სეზონიდან ჩვენ გუნდს შეემატება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოცეკვავე წყვილი". – წერია ფედერაციის განცხადებაში.

დევისი და სმოლკინი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით გამოდიოდნენ, წყვილმა შეჯიბრში მე-14 ადგილი დაიკავა. 20 წლის დევისი რუსი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. თუთბერიძის აღზრდილები არიან ოლიმპიური ჩემპიონები ალინა ზაგიტოვა, ანა შერბაკოვა და კამილა ვალიევა. გასული რვა წლის განმავლობაში რუსეთის ყველა ქალი ჩემპიონი თუთბერიძის აღზრდილია.

კომენტარები