კრიმინალი

შსს: კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში გაგუდა და მეორე დღეს ხევში გადააგდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში თოკით გაგუდა და მეორე დღეს ხევში გადააგდო.

დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო". - წერია განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები