ისთ ფოინთი

East Point: შეგვატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია, მიმდინარეობს ევაკუაცია

facebook.com/eastpointtbilisi

თბილისის სავაჭრო ცენტრ East Point-ში ევაკუაციაა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭროს ცენტრი ავრცელებს

"ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანახმად მივმართეთ 112-ს.

ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები". - აღნიშნულია East Point-ის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი მუშაობას 6 ივნისს, 10:00 საათიდან განაგრძობს.

კომენტარები