ბრიტანეთი-უკრაინა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, ჯეიმს ქლევერლი ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, ჯეიმს ქლევერლი 
ვოლოდიმირ ზელენსკი/Facebook/კადრი ვიდეოდან

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, ჯეიმს ქლევერლი 5 ივნისს კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ზელენსკის თქმით, ქლევერლისთან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, უკრაინის მოლოდინები ვილნიუსში NATO-ს სამიტთან დაკავშირებით. 

"ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაუწია და უწევს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, პირდაპირ კონტაქტში ვიყავით და მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს". - აღნიშნა ზელენსკიმ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ბოლოს უკრაინას 2022 წლის ნოემბერში ეწვია. ვიზიტის შემდეგ ქლევერლიმ უკრაინისთვის ბრიტანეთის დახმარების ახალი პაკეტი მალევე გამოაცხადა.

გასულ კვირას ქლევერლიმ  აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება დაიცვას საკუთარი თავი და შეუძლია ძალის პროეცირება საზღვრებს მიღმა შეუძლია.

ქლევერლი მოსკოვზე თავდასხმაზე: უკრაინას საზღვრებს მიღმა ძალის პროეცირების უფლება აქვს

"უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის ლეგიტიმური უფლება. მას ამის გაკეთების უფლება, ცხადია, საკუთარ საზღვრებში აქვს, მაგრამ მას ასევე აქვს უფლება გამოიყენოს ძალა თავისი საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, ძალის პროეცირება უკრაინაში მოახდინოს". - აღნიშნა ქლევერლიმ. 

კომენტარები