ბრიტანეთი-უკრაინა

ჯონსონი უკრაინას რუსეთის მავნე გავლენასთან შეწინააღმდეგებას ჰპირდება - Reuters

Ukrainform

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, დაჰპირდა, რომ რუსეთის "მავნე გავლენას" შეეწინააღმდეგება.

მან უკრაინას თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ბრიტანეთის მხარდაჭერა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

ბრიტანეთმა და უკრაინამ გააფორმეს პარტნიორობის შეთანხმება, რაც მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქონლის, მომსახურების, ტარიფებისა და კვოტების შესახებ.

"ორმა ლიდერმა განიხილა ერთად მუშაობის მნიშვნელობა რუსეთის საზიანო გავლენის შეწინააღმდეგებისთვის, როგორც უკრაინაში, ასევე რეგიონში," - აღნიშნა დაუნინგ სტრიტის სპიკერმა. 

ჯონსონი ასევე მიესალმება NATO-ს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, უკრაინის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსის მინიჭების შესახებ.

კომენტარები