რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: ნიდერლანდები უკრაინისთვის Patriot-ების რაოდენობის გაზრდაზე მუშაობს

ანდრეი ერმაკი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი იერმაკის თქმით, ნიდერლანდების მთავრობა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების რაოდენობის გაზრდაზე მუშაობს. ამის შესახებ ერმაკმა Telegram-ის არხზე დაწერა.

"ნიდერლანდების მთავრობა მუშაობს უკრაინისთვის Patriot-ების რაოდენობის გაზრდაზე. ჩვენ ვმუშაობთ შესაფერის კოალიციაზე." - თქვა პრეზიდენტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ნიდერლანდებისა და პოლონეთის პრემიერმინისტრებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ისინი უკრაინელ მფრინავებს F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში წვრთნებს ჩაუტარებენ

"ჩვენ შევადგინეთ წვრთნების განრიგი. პოლონეთი დაეხმარება უკრაინას F-16 თვითმფრინავებისთვის მფრინავების მომზადებაში". - აღნიშნავს პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.

მორავიეცკიმ ასევე თქვა, რომ პოლონეთს "რამდენიმე" Patriot-ის სისტემაც აქვს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ იარაღს ფლობენ, მოუწოდა, რომ ისინი უკრაინას "რაც შეიძლება მალე" გადასცენ. 

ამასთან, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები მუშაობენ "საერთაშორისო კოალიციის" შექმნაზე, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას შეძლებს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის ადმინისტრაციის სპიკერმა ისაუბრა.

კომენტარები