3 ივნისს, ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა, პრაბოვო სუბიანტომ უკრაინაში ომის დასასრულებელი სამშვიდობო გეგმა წარადგინა.
სამშვიდობო გეგმის მთავარი პუნქტები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ დემილიტარიზებული ზონის შექმნას და "სადავო ტერიტორიებზე" UN-ის მიერ რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს.
მისი თქმით, დემილიტარიზებულ ზონას გაეროს მიერ განლაგებული სამშვიდობო ძალები უნდა აკვირდებოდეს. ამასთან, გაეროს რეფერენდუმი "სხვადასხვა სადავო ტერიტორიების მაცხოვრებლების უმრავლესობის სურვილების გასარკვევად" უნდა ჩატარდეს.