რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აიღეთ მაგალითი ჩინეთისგან – ჩინეთის ელჩი ევროპას რუსეთ-უკრაინის ომზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი და ჩინეთის ყოფილი ელჩი აშშ-ში, კუი ტიანკაი

ჩინეთის ყოფილმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში კუი ტიანკაიმ რუსეთის ომი უკრაინაში აღწერა, როგორც უსაფრთხოების წარუმატებელი არქიტექტურა ევროპაში. ამის შესახებ კომენტარი ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა სინგაპურში გააკეთა და თქვა, რომ ჩინელი დიპლომატის პოზიცია ძალიან მცდარია.

"ნამდვილად ცოტა გამიკვირდა ამის მოსმენა. ეს ძალიან, ძალიან მცდარია." - თქვა ოლონგრენმა POLITICO-სთან ინტერვიუში.

კუიმ, ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში და არაოფიციალურად ჩინეთის დელეგაციის მრჩეველმა აზიის უსაფრთხოების უმაღლეს ფორუმზე, 3 ივნისს გამართულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ევროპამ კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში წარმატებას ვერ მიაღწია და ევროპის ქვეყნებს ურჩია, რომ მაგალითი ჩინეთისა და აზიისგან უნდა აიღონ.

"ჩვენ ევროპისგან ვიღებდით მაგალითს, რეგიონულ ინტეგრაციაში მათი გამოცდილებიდან. თუმცა ახლა, პირიქით, მათ უნდა აიღონ ჩვენგან მაგალითი. ჩვენს გზებს თავს არ გახვევთ, მაგრამ იქნებ თქვენ ისწავლოთ რაიმე სასარგებლო ჩვენი გამოცდილებიდან, ჩვენი წარმატებებიდან," - თქვა მან.

ამასთან, ტიანკაის თქმით, ჩინეთი კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას  თავისივე გზებით გააგრძელებს და მათ აზიური NATO არ სჭირდებათ.

"ჩვენ გავაგრძელებთ აზიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჩვენი გზებით. ჩვენ არ გვჭირდება აზიური NATO. ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ NATO-ს როლის გაფართოება ჩვენს რეგიონში." - თქვა ჩინეთის ყოფილმა ელჩმა.

კომენტარები