რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მზად ვართ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევისთვის

დღეს, 3 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა, დაიწყოს თავისი დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად. 

"მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება. გულწრფელად, სულ სხვა გზით შეიძლება წავიდეს საქმე, სრულიად განსხვავებულად. თუმცა ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას - მზად ვართ ამისთვის". - აღნიშნა ზელენსკიმ Wall Street Journal-თან.

კიევი იმედოვნებს, რომ კონტრშეტევა ტერიტორიის დასაბრუნებლად შეცვლის ომის დინამიკას, რომელიც 15 თვის წინ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. 

ზელენსკიმ თქვა, რომ გასულ თვეში უკრაინას კონტრშეტევის დაწყებამდე დასავლური ჯავშანტექნიკა უნდა მიეღო. ზელენსკი ცდილობდა, კონტრშეტევის წარმატებისთვის უფრო მეტი სამხედრო დახმარება და იარაღი დასავლელი პარტნიორებისგან დიპლომატიური შეხვედრებით მიეღო.

რუსეთს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი აღმოსავლეთით, სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით უკავია.

უკრაინის ზოგიერთ რაიონში ხანგრძლივმა უამინდობამ კონტრშეტევის გარდაუვალი მოლოდინი გააჩინა. ბოლო რამდენიმე კვირაა უკრაინამ რუსეთის საბრძოლო საცავებსა და ლოგისტიკურ მარშრუტებზე დარტყმები გაზარდა. 

კომენტარები