ზიმბაბვეში მთავრობის კრიტიკა აიკრძალა

REUTERS

აგვისტოში დაგეგმილ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე, ზიმბაბვეს პარლამენტმა მთავრობის გაკრიტიკება უკანონოდ ცნო. ახლადმიღებული კანონის დამრღვევებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების კანონპროექტი, რომელიც "პატრიოტული კანონპროექტის" სახელით არის ცნობილი, შეიცავს პუნქტს, რომელიც "ზიმბაბვეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განზრახ დაზიანების" კრიმინალიზებას ახდენს.

ოპოზიციის თქმით, კანონი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მმართველი პარტიის პოლიტიკური მეტოქეების დასასჯელად მიიღეს.

23 აგვისტოს გასამართ არჩევნებში ზიმბაბვეს მოქმედი პრეზიდენტის, 80 წლის ემერსონ მნანგაგვას მთავარი მეტოქე 45 წლის ადვოკატი, ახლადშექმნილი მოქალაქეთა კოალიცია ცვლილებისთვის (CCC) ლიდერი, ნელსონ ჩამისა იქნება.

კომენტარები