საქართველო-ევროკავშირი

სამნიძე: არ აქვს მნიშვნელობა, რა მავნე ხელისუფლებაა, ქვეყანას სჭირდება ევროპული სტატუსი

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის აუცილებელია, ჩვენი ცივილიზებული არჩევანია, ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი.

ამ პროცესში ყველაფერს აკეთებს საზოგადოება, ყველაფერს აკეთებს ოპოზიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში და ეს მანდატი შეზღუდულია, ყველაფერს აკეთებს პრეზიდენტი საკუთარი განცხადებებით და ველოდებით, რომ კონკრეტული ნაბიჯებითაც ხელს შეუწყობს ამ პროცესს. რასაც ვხედავთ ქართული ოცნებისგან - ანტიდასავლური გზავნილები, რუსეთის გზავნილების გამეორება პრემიერის მხრიდან -  ეს არის პოლიტიკური პროცესი, იმდენად დამაზიანებელი, რომ ამას ეხმიანება თითოეული ჩვენი პარტნიორი და ამბობს, რომ პრაქტიკულად რუსეთის გზავნილები ისმის ქვეყანაშიო.

მაგრამ აქვე, პრეზიდენტის ეს გამოსვლა, ჩვენს ქვეყანაში ბოლოს მარტის აქციები, არის დასტური ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ეს ქვეყანა არ არის შავ-თეთრი პოლიტიკის ქვეყანა და ამ პროცესში ძირითადად მარტოა ქართული ოცნება საკუთარ ანტიდასავლურ განცხადებებში და ორმაგი სტანდარტის პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ამას აკეთებს დღეს ეს ხელისუფლება.

მიუხედავად ამისა, მთელი ოპოზიცია, პრეზიდენტი და საზოგადოება ვამბობთ - არ აქვს მნიშვნელობა რა მავნე ხელისუფლებაა დღეს ქვეყანაში, ქვეყანას სჭირდება ევროპული სტატუსი, რომ მისი ევროპული მომავალი იყოს გარანტირებული, ევროპული სტატუსი არის არჩევანი ჩვენი საზოგადოების და მის დასაცავად ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოქალაქე.

რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძე რუსთავი ორის ეთერში, კანდიდატის სტატუსზე საუბრისას.

კომენტარები