საქართველოსა და ჩვენი ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა. მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით. მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვისწრაფით თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტების, თანამედროვე და რაც მთავარია, მაღალპროფესიული პოლიცია.
tbl.ge/6e1p
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




