რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ჟურნალისტი და მისი მეუღლე გაიტაცეს

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ჟურნალისტი ირინა ლევჩენკო და მისი მეუღლე, ოლექსანდრ გადაიტაცეს და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტური სოლიდარობის ცენტრი Facebook-ზე ავრცელებს. 

"6 მაისს ჟურნალისტი ირინა ლევჩენკო და მისი მეუღლე, ოლექსანდრ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში გაუჩინარდნენ. მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გაირკვა, რომ ლევჩენკოს წყვილი საოკუპაციო ხელისუფლებამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა". - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, ირინა ლევჩენკო ჟურნალისტად მუშაობდა ცნობილ პერიოდულ გამოცემებში მუშაობდა, თუმცა ახლა ის და მისი მეუღლე პენსიაზე არიან.

ჟურნალისტური სოლიდარობის ცენტრის ცნობით, დაკავებულები იმყოფებიან არაადამიანურ პირობებში. 

განცხადების თანახმად, ჟურნალისტური საზოგადოება ღრმად შეშფოთებულია მათი კოლეგის ლევჩენკოსა და მისი მეუღლის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით. 

ბოლო მონაცემებით, რუსეთმა უკვე ჩაიდინა 511 დანაშაული ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ. ვრცელდებოდა ინფორმაციები 14-ის გაუჩინარებასა და 21-მდე ჟურნალისტის გატაცებაზე. 

კომენტარები