ირაკლი ღარიბაშვილი

როთი: რატომ ემსახურება პრემიერი ღარიბაშვილი პრორუსულ ნარატივს?

საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაარკვიოს მისი ურთიერთობა ევროკავშირთან და NATO-სთან. რატომ ემსახურება პრემიერი ღარიბაშვილი პრორუსულ ნარატივს და ახდენს რუსეთის გამანადგურებელი ომის რელატივიზაციას უკრაინის წინააღმდეგ? ამით ის ეწინააღმდეგება საკუთარი ხალხის ინტერესს, რომელიც თავისუფლებისკენ მიისწრაფვის

წერს ბუნდესთაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილის კომენტართან დაკავშირებით. 

ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე თქვა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის სურვილი, NATO-ს წევრი გამხდარიყო. 

კომენტარები