ბენედიქტ კამბერბეტჩსა და მის ოჯახს უცნობი კაცი თავს დაესხა

The Times

ბენედიქტ კამბერბეტჩსა და მის ოჯახს ყოფილი შეფ მზარეული დაესხა თავს. შემთხვევა მაისის დასაწყისში მოხდა და მედიისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

35 წლის ჯეკ ბისელი პროფესიით შეფ მზარეულია, რომელიც 2020 წელს სასტუმრო Mayfair-ში მოწყობილი ჩხუბის გამო უმუშევარი დარჩა.

თევზის სარჩევი დანით შეიარაღებულმა ბისელმა კამბერბეტჩის სახლის ჭიშკარი შეანგრია და მსახიობის ეზოში შევიდა. თავდამსხმელი ყვიროდა და სახლის დაწვით იმუქრებოდა. თავდასხმის მომენტში სახლში თავად მსახიობი, მისი ცოლი და სამი შვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ ბისელი დააკავა. აქამდე უცნობია თუ რატომ დაესხა თავს ბისელი კამბერბეტჩის ოჯახს.

ბისელი კერძო ქონების დაზიანებაში დამნაშავედ ცნეს და 250 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. ასევე ბისელს მსახიობის ოჯახთან სამი წლით მიახლოება აეკრძალა.

გამოცემა Daily Mail-ს კამბერბეტჩის ოჯახის ახლობელი გაესაუბრა:

"საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ბენედიქტსა და სოფის მას შემდეგ არაერთი უძილო ღამე ჰქონდათ, მაგრამ ახლა თავს უკეთ გრძნობენ".

კომენტარები