მკვლელობა

მეუღლის მკვლელობის და შვილზე ძალადობის გამო პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურა / Facebook

ბოდბეში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის და არასრულწლოვანი შვილის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა მეუღლეს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად 2022 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. ასევე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა თავის არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა". - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2023 წლის 29 მაისს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

კომენტარები