უკრაინა-ირანი

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ირანის 50 წლით სანქცირებას გულისხმობს

უკრაინის რადა
unian.net

უკრაინის რადამ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ეს ინიციატივა 27 მაისს წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, ირანის წინააღმდეგ სანქციები 50 წლის ვადით დაწესდება და მოიცავს ირანთან ვაჭრობის სრულ აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული რესურსებისა და ტრანზიტის შეჩერებას და ასევე ირანის მოქალაქეების მიერ უკრაინაში კაპიტალის შედინების აკრძალვას.

გარდა ამისა, სანქციები ითვალისწინებს ირანში ნებისმიერი ინვესტიციისა და რეზიდენტების მიერ ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გადაცემის აკრძალვას.

უკრაინის ეროვნულ ბანკს ასევე ეკრძალება ირანის მიერ მოქმედი ნებისმიერი საერთაშორისო საგადასახადო სისტემის რეგისტრაცია.

ირანი რუსეთს აწვდის Shahed-ის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონებს, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი იერიშების მისატანად იყენებს.

კომენტარები