აშშ-რუსეთი

რუსეთის შსს-მ ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემზე ძებნა გამოაცხადა

ლინდსი გრემი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემზე ძებნა გამოაცხადა

სისხლის სამართლის საქმის აღძრის ბრძანება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა გასცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სენატორი გრემი თითქოსდა ამბობდა, რომ "აშშ-ს საუკეთესოდ დახარჯული ფული" არის ის დახმარება, რომლის შედეგადაც "რუსები იხოცებიან".

ვიდეოში გრემის სიტყვებს შორის გარკვეული მონაკვეთი ამოჭრილი იყო. თუმცა, შემდეგში, როგორც Reuters-მა გაარკვია, სიტყვები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ იყო. გრემი ამბობდა, რომ აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისთვის არის ვაშინგტონის მიერ საუკეთესოდ დახარჯული ფული.

რუსეთი გმობს ლინდსი გრემის სიტყვებს აშშ-ს "საუკეთესოდ დახარჯული ფულის" შესახებ

კომენტარები