ქართული ოცნება

კალაძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ 12-ვე რეკომენდაცია იყოს შესრულებული

"საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ 12-ვე რეკომენდაცია იყოს შესრულებული და ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ რეკომენდაციები ყოფილიყო შესრულებული. არათუ ნაბიჯის გადმოდგმა, პოზიტიური ნაბიჯის გადმოდგმა, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ხელი შეუშალონ აღნიშნულ პროცესს და ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს ქართული ოცნების მიმართ ხელშეშლაა, პირიქით, ეს ამ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია, არის გადადგმული ნაბიჯები, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას სტატუსის მიღებაში და არა მხოლოდ აქ, იქაც უცხოეთშიც დარბიან კაბინეტ-კაბინეტში. [...] დღეს ეს ადამიანები ისევ აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ სტატუსის მიღებას."

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

კომენტარები