საქართველო-რუსეთი

რამდენიმესაათიანი შეფერხების შემდეგ რუსთაველზე აქციის სცენა ეწყობა

რამდენიმესაათიანი შეფერხების შემდეგ რუსთაველზე აქციის სცენა ეწყობა.

დღეს, 28 მაისს, 8 საათზე, პარლამენტთან, გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი.


ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ორველიანურ ეპოქაში, სადაც საქართველოს ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ მტერი არის მეგობარი, ომი არის მშვიდობა, უმეცრება არის ძალა, ხოლო ბოროტება სიწმინდის დაცვა.

ქართული ოცნების რეჟიმი და საქართველოს ბედნიერი მომავალი არის ურთიერთგამომრიცხავი. ის უნდა შევცვალოთ, რათა ევროპისკენ სვლა გავაგრძელოთ და ჩვენი წინაპრების ისტორიული მემკვიდრეობა, ჩვენი ისტორიული მისია შევასრულოთ. 

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 125 წლისთავზე ჩვენ გავაცხოცხლებთ საქართველოს ისტორიას და საზოგადოებას ვეტყვით, რომ ჩვენ, ქართველი ლიბერალები, რეალურად ვართ ქართული ისტორიული მემკვიდრეობის, ამბროსი ხელაიას, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის, მიხეილ ჯავახიშვილის და სხვების მემკვიდრეობის გამგრძელებლები. 

28 მაისს ქართულ საზოგადოებას შევახსენებთ ვის ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები და ეროვნული გმირები და რას მიიჩნევდნენ ისინი ქართველი ხალხისთვის გამოსავლად. 

28 მაისის აქციაზე არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები, მაგრამ საზოგადოებას მიმართავენ ჩვენი ეროვნული გმირები.

28 მაისს, 20:00 საათზე გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ, თავისუფალი, ევროპული საქართველოს სახელით შევიკრიბებით პარლამენტთან.

კომენტარები