რუსული მედიისა და მაღალჩინოსნების ცნობით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც დრუჟბას მილსადენს ემსახურება.
დრუჟბას მილსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმიმწოდებელი ხაზია.
რუსული ტელეგრამ-არხი Baza იუწყება, რომ უპილოტო საფრენი აპარატები დაახლოებით 3:15-ზე ტვერის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ პუნქტს დაესხნენ თავს. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობა. ხანძარი საწარმოს თანამშრომლებმა თავადვე ჩააქრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.