რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ და ბელარუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

ვოლოდიმირ ზელენსკი
AFP

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტი რუსული და ბელარუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

ზელენსკის განკარგულებით, სანქციები დაწესდა 51 რუსის წინააღმდეგ, მათ შორის მეცნიერებისა და ქარხნების გენერალური დირექტორების, ასევე რუსეთთან ასოცირებული 220 იურიდიული პირის მიმართ.

სანქციების სიაშია რუსული კომპანია მობილური ტელესისტემებისა, რუსეთის რკინიგზის სტრუქტურები, მინსკის საავტომობილო ქარხანა, მინსკის მექანიკური ქარხანა, ვიტებსკის რადიო კომპონენტების ქარხანა Monolit და Orshan-ის თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა.

კომენტარები